loader

"ჩემი კლანი არის ჩემი ოჯახი, სადაც მე ვარ უფროსი" - მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი კლანი არის ჩემი ოჯახი, სადაც მე ვარ უფროსი" - მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი

"მე მაქვს ჩემი კლანი, ჩემი მეუღლე სალომე დათუაშვილი და ჩემი შვილები. ეს არის ჩემი კლანი, სადაც მე ვარ უფროსი. რაც შეეხება სასამართლოს, არავითარი კლანი არ არსებობს.

ეს არის გუნდი, აბსოლუტურად ლეგიტიმურად შექმნილი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვგულისხმობ, აბსოლუტურად ლეგიტიმურად თავის თანამდებობაზე გამწესებული. ეს არის გუნდი, ერთიანი სულისკვეთებით, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული, რომელიც ზრუნავს სასამართლო სისტემის ინტერესების დაცვაზე, მის დამოუკიდებლობის დაცვასა და შემდგომ განვითარებაზე. ეს არის ის, რასაც კლანს გვეძახიან" - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დიმიტრი გვრიტიშვილმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა.