loader

მოქალაქეები ბინებს ვეღარ ყიდულობენ - მიზეზი, რის გამოც, სამშენებლო სექტორში გაყიდვები განახევრდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოქალაქეები ბინებს ვეღარ ყიდულობენ - მიზეზი, რის გამოც, სამშენებლო სექტორში გაყიდვები განახევრდა

საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან ერთ თვეში სამშენებლო სექტორს გაყიდვები გაუნახევრდა. ზოგ შემთხვევაში რეალიზაციის მაჩვენებელი 70%-ითაა შემცირებული. დეველოპერები მოსალოდნელ ზარალსა და მშენებლობის ტემპის შენელებაზე უკვე ღიად ალაპარაკდნენ. 2019 წლის პირველი იანვრიდან ბანკები მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების გარეშე თანხას ვეღარ გასცემენ. სწორედ ამ შეზღუდვის გამო აღმოჩნდა საშენებლო სექტორი რთულ ვითარებაში. კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი მომხმარებლების აბსოლუტურ უმრავლესობას კრედიტის გარეშე ბინის ყიდვის საშუალება არ აქვს. მათივე თქმით, ასეთ პირობებში ბიზნესი იძულებულია, მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე უარი თქვას.

გაყიდვების რაოდენობის შემცირებაზე საუბრობენ სამშენებლო კომპანია "მეგობრობაშიც". სალომე სარიშვილის თქმით, ერთ თვეში კომპანიას რეალიზაციის მაჩვენებელი 80 პროცენტით შეუმცირდა. მისივე ინფორმაციით, რეგულაციებით გარკვეული გამონაკლისი მხოლოდ ემეგრანტებისთვისაა დაშვებული. 

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, თუ საფინანსო სექტორში განხორციელებული რეგულაციები რომელიმე სეგმენტს ფატალურ შედეგამდე მიიყვანს, ეროვნული ბანკი მზადაა, რომ რეგულაციებს გადახედოს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის დებულება - "ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ", რომლის მიხედვითაც, სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა. დებულებით დადგინდა, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი. მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი განისაზღვრა.