"ქართული ოცნების" დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტს თანამოაზრე კოლეგებთან ერთად მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს.
ბესელიას ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.