loader

სიგარეტი კვლავ გაძვირდა: რატომ ვარაუდობენ თამბაქოს ფასის უფრო მომატებას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიგარეტი კვლავ გაძვირდა: რატომ ვარაუდობენ თამბაქოს ფასის უფრო მომატებას?

ბოლო ერთი თვის განმავლობაში თამბაქოზე ფასმა მეორედ მოიმატა. ამჯერად, სიგარეტი 50 თეთრით გაძვირდა. როგორც თბილისში მდებარე სარეალიზაციო ჯიხურებში აცხადებენ, ფასები გაზრდილია "ფილიპ მორისის", "მალბოროს" და "პარლამენტის" ბრენდის ყველა სახის სიგარეტზე.

"ბრითიშ ამერიქან ტობაქოს" კორპორატიული დირექტორის განცხადებით, სიგარეტზე ფასების მატება კიდევ გაგრძელდება. ზვიად სხვიტარიძის თქმით, თამბაქოს ინდუსტრიას გაყიდვები თითქმის 30%-ით შეუმცირდა. მისივე ინფორმაციით, სანაცვლოდ ქვეყანაში იზრდება თუთუნის მომხმარებელთა რიცხვი.

ცნობისთის, გასული წლის მიწურულს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, 1-ლი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. სწორედ ამ ცვლილებების შედეგად, ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდნენ, რომ სიგარეტზე ფასი გაიზრდებოდა.


წყარო: ეკონომიკა