loader

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის პასუხების მოქმედების ვადა გაიზრდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის პასუხების მოქმედების ვადა გაიზრდება

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის პასუხების მოქმედების ვადა გაიზრდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული. პროექტის თანახმად, მისი შედეგების მოქმედების ვადის 1 თვიდან 1 წლამდე გაზრდა იგეგმება.

ამასთან, პროექტში საუბარია, რომ უნდა მოხდეს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მე-2 ეტაპის დანერგვაც.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა ამ კანონპროექტის წარდგენას პარლამენტში გასული წლის საშემოდგომო სესიაზე გეგმავდა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ცვლილებათა პროექტის წარდგენა საკანონმდებლო ორგანოში ამ წლის საგაზაფხულო სესიისთვის გადავადდა.