loader

რა პრობლემებს უქმნის ორგანიზმსა და ტვინს ხანგრძლივად ჯდომა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა პრობლემებს უქმნის ორგანიზმსა და ტვინს ხანგრძლივად ჯდომა?

ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საინტერესო კვლევებით აჩვენეს, რომ საშუალო და ხანდაზმული ასაკის პირებთან ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უნარის დაქვეითება მჭიდრო კავშირშია მჯდომარე ცხოვრებასთან. ხანგრძლივად ჯდომა დიდ საფრთხეს უქმნის ორგანიზმს, ვნებს გულს, ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას და ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს. ეს რაც შეეხება სხეულს, ტვინთან დაკავშირებით კი აღსანიშნავია მეხსიერების პრობლემები, ასევე, ინტელექტუალური ფუნქციის დაქვეითება ჯდომის მოყვარულებთან.

ახალი ინფორმაციის დამახსოვრებაზე პასუხისმგებელია ჰიპოკამპი და საზოგადოდ, საფეთქლის წილი. მკვლევრებმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით შეაფასეს შესაბამისი სტრუქტურების სისქის ცვლილება ცხოვრების წესთან მიმართებაში 45-დან 75 წლის ასაკის პირებთან.

აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივად ჯდომა საფეთქლის მედიალური წილის განლევას განაპირობებს, ხოლო პერიოდულად ფიზიკური აქტივობა, თუნდაც ინტენსიური, ვეღარ ცვლის მჯდომარე ცხოვრების თავის ტვინზე მოქმედების მავნე, დამაზიანებელ შედეგებს. საფეთქლის წილის განლევა ასაკოვნებთან ინტელექტუალური ფუნქციების დაქვეითებასაც იწვევს.

მეცნიერთა განცხადებით, ფიზიკური აქტივობა და ცხოვრების მჯდომარე წესის არიდება ალცჰაიმერის საპროფილაქტიკო საშუალებაა.