loader

ვინ არის 13 წლის მოზარდი, რომელიც რუსთავში ბიძამ დანით მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის 13 წლის მოზარდი, რომელიც რუსთავში ბიძამ დანით მოკლა

არსებული ინფორმაციით მამაკაცს, რომელმაც 13 წლის ძმის შვილი დანით მოკლა, ფსიქიკური პრობლემები აქვს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ნარკომომხმარებელიც არის.

თუმცა ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე ნარკომომხმარებელი არ არის, არამედ მას ბოლო პერიოდში გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მათივე თქმით, 13 წლის ძმის შვილი ირემაძეების ოჯახში ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა და ბრალდებულს ბავშვი უზომოდ უყვარდა.

"ბავშვი ჩემი ნათლული იყო. უზომოდ უყვარდა ბიძას. ბავშვის მშობლები გაშორებულები არიან. დედა ცალკე ცხოვრობს. მამა პოლონეთშია სამუშაოდ წასული. საშინელი ამბავი მოხდა. ჩემმა მეგობრებმა ფსიქიატრიულში წაიყვანეს გუშინ. იქ ადგილი არ ჰქონდათ და არ დაიტოვეს, ამიტომ იმავე კლინიკის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობისთვის 3000 ლარი მოსთხოვეს. ამხელა თანხა არ ჰქონდათ და უკან წამოიყვანეს. ნარკოდამოკიდებული არ იყო. როგორც ირკვევა რაღაც ფსიქიკური აშლილობის ნიშნები ჰქონდა. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. იმედია ერი უფრო მეტ სიყვარულს ისწავლის ერთმანეთის. ბოლო დროს ბევრი აგრესიაა დაგროვილი", - აცხადებს გარდაცვლილი ბავშვის ნათლიამ ამირან ჯანჯღავა.

მოკლული გოგიტა ირემაძე რუსთავის #15-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო.

რუსთავში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. როგორც „პალიტრავიდეოს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა. დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

ასევე იხილეთ: "ფული წინასწარ უნდა გადაიხადოთო" - მამაკაცი, რომელმაც 13 წლის ძმისშვილი მოკლა, ფსიქიატრიულში თანხის უქონლობის გამო არ დაიტოვეს

არ აღეშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, უარი განაცხადა სტაციონარში მოთავსებაზე - ნარკოლოგიურის გენდირექტორი მამაკაცზე, რომელმაც 13 წლის ძმის შვილი მოკლა