loader

მიხეილ სააკაშვილი: დღეს სიტუაცია არ არის მზად, რომ საქართველოში წავიდეთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი: დღეს სიტუაცია არ არის მზად, რომ საქართველოში წავიდეთ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, თუმცა დღეს ამისთვის სიტუაცია მზად არ არის. აღნიშნული განცხადება ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ამჯერად ლიეჟის კონგრესის სასახლის დარბაზში, ემიგრანტებთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სამშობლოში დასაბრუნებლად სიტუაციის მომზადებას კვირები და თვეები დასჭირდება, რისთვისაც მუშაობა მიმდინარეობს. შეხვედრას სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ესწრებოდნენ.

"რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში ჩავდივართ, მაგრამ მინდა გკითხოთ: ახლა, დღეს რომ წავიდეთ ყველა ერთად, არის მომზადებული სიტუაცია?! დღეს სიტუაცია არ არის მზად, მაგრამ თუ სიტუაცია დღეს არ არის მზად, უახლოეს კვირებსა და თვეებში ჩვენ ეს უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას. ამიტომ არჩევანი ძალიან მარტივია" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.