loader

ექსკლუზიური დეტალები მამაკაცზე, რომელმაც სომხეთის ციხიდან ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ატვირთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსკლუზიური დეტალები მამაკაცზე, რომელმაც სომხეთის ციხიდან ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ატვირთა

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. მათი ნაწილი დღეს ციხეშია, ნაწილი კი გირაოთი გაათავისუფლეს. 9 თებერვალს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში buba lomtatidze-დ დარეგისტრირებული პირი, რომელმაც ფარული კადრები ატვირთა, სომხეთის ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

ერთ-ერთმა ტელევიზიამ "ფეისბუკში" buba lomtatidze-დ დარეგისტრირებულ პირთან ინტერვიუ აჩვენა, თუმცა სიუჟეტში რესპონდენტის ნამდვილი გვარ-სახელი არ უხსენებიათ. ჩვენ ვცადეთ, მეტი გაგვეგო მასზე და ვინაობაც დავადგინეთ. გაირკვა, რომ პირი, რომელსაც გამოძიება ვიდეოს ატვირთვას ედავება, ურეკში მცხოვრები 32 წლის დიმიტრი ანდრეევია. დიმიტრი ანდრეევი ცოლთან - სოფია თურმანიძესთან ერთად სომხეთში სასჯელს ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის იხდის. სავარაუდოდ, სწორედ ეს პირია ვიდეოს პირველად ამტვირთავი, თუმცა, როგორ აღმოჩნდა მის ხელში ფარული ვიდეომასალა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.


იხილეთ სრული გადაცემა:
თემურ შაშიაშვილი ლიეჟის ხმაურიან შეხვედრაზე; არჩილ გამზარდია პოლიტიკური პროცესებზე