loader

რა პირობებს ითხოვენ სესხის გაცემისთვის ე.წ. მევახშეები? - მომხმარებლებს საკმაოდ კაბალურ პირობებზე დათანხმება უწევთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა პირობებს ითხოვენ სესხის გაცემისთვის ე.წ. მევახშეები? - მომხმარებლებს საკმაოდ კაბალურ პირობებზე დათანხმება უწევთ

საკრედიტო ისტორიის განხილვის გარეშე სესხებს უკვე ბევრი ფიზიკური პირი გასცემს. ე.წ. მევახშეები სოციალურ ქსელში ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდნენ. მევახშეები გარანტიის სახით ნაკვეთის, კერძო სახლის, კომერციული ფართის ან სხვა სახის უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვას ითხოვენ. სესხის აღების სანაცვლოდ მომხმარებლებს საკმაოდ კაბალურ პირობებზე დათანხმება უწევთ.

არის შემთხვევები, როცა ფიზიკური პირების მიერ გასესხებული თანხების წლიური საპროცენტო განაკვეთი წლიურ 96%-საც აღწევს. გააჩნია სესხის მოცულობას და უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონების ფასს. პირველი იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების ფონზე, მევახშეების გააქტიურობა არ უკვირთ სპეციალისტებს. 


წყარო: პალიტრანიუსი