loader

რა მდგომარეობაშია ავტობუსი, რომელიც წყნეთში დაგორდა - შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მდგომარეობაშია ავტობუსი, რომელიც წყნეთში დაგორდა - შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად წყნეთში რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მუნიციპალური ავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.


ასევე დაგაინტერესებთ: "ეს ხეები რომ არ ყოფილიყო, საშინელი უბედურება მოხდებოდა" - რას წერს თვითმხილველი წყნეთიდან, სადაც ავტობუსის დაგორების შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა

ავტობუსის დაგორების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა - ექიმის კომენტარი