loader

3 ლოკაცია, სადაც მთავრობა აზარტული თამაშების განვითარებას ხელს შეუწყობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3 ლოკაცია, სადაც მთავრობა აზარტული თამაშების განვითარებას ხელს შეუწყობს

მთავრობა გრიგოლეთში, ურეკსა და ფოთში აზარტული თამაშების განვითარებას ხელს შეუწყობს. ამას ითვალისწინებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის განხილვაც საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. პროექტი აღნიშნულ ტერიტორიებზე სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განსხვავებული განაკვეთით დაბეგვრას გულისხმობს.

ამასთან, გრიგოლეთში, ურეკსა და ფოთში, ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის შემთხვევაში, ნებართვის გაცემიდან 10 წლის მანძილზე, ინვესტორი სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდება.

აფბას ანალიტიკოსის განმარტებით, კანონპროექტის მიღება ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიმართულებით კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა გიორგი კაპანაძე სათამაშო ბიზნესის რეგულირების გამკაცრების აუცილებლობაზეც საუბრობს.

ცნობისთვის, აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია საქართველოში. 2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5 მილიარდ 650 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან კი ბიუჯეტში მხოლოდ 332 მილიონი ლარი შევიდა.