loader

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გაათავისუფლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გაათავისუფლეს

რეორგანიზაციის მორიგი ეტაპის შედეგად, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა.

როგორც "პალიტრანიუსს" პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა, 37 თანამშრომელი გასაუბრების შედეგად სამსახურში დარჩა, 11 თანამშრომლის საკითხი კი არც განხილულა, ვინაიდან ისინი დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებიან და მათ კანონი იცავს.

"61 საჯარო მოხელე რიცხოვნობის შემცირების გამო მოხდა მობილობის სქემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შესახებ სახელობითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია გადაეცა საჯარო სამსახურის ბიუროს იმისათვის, რომ ერთი თვის განმავლობაში ბიურომ მათთვის მოიძიოს პოზიციები.

ყველა, ვინც დათანხმდება შეთავაზებულ საქმეს, გადავა ახალ პოზიციაზე, ხოლო ვინც უარს იტყვის, ერთჯერადი სახით კომპენსაციას მიიღებს. რაც შეეხება კონკურსების გამოცხადებას დარჩენილ ვაკანსიებზე, ეს უკვე მომდევნო ეტაპია. იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც ახალი საშტატო რიცხოვნობის გამო შემუშავდა, გამოიკვეთება დარჩენილი პოზიციები და გამოცხადდება კონკურსები" - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.