loader

25 ლარიანი ულიმიტო პაკეტი კვლავ ძალაშია - "მაგთიკომი" ტარიფებს ჯერ ვერ გააძვირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

25 ლარიანი ულიმიტო პაკეტი კვლავ ძალაშია - "მაგთიკომი" ტარიფებს ჯერ ვერ გააძვირებს

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია "მაგთიკომს" 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე იქნა მიღებული. კომუნიკაციების კომისიამ "მაგთიკომისა" და "სილქნეტის" მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ორივე კომპანიას მოუწოდა შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ ბაზრის კვლევის დასრულებას, რომელსაც კომისია ატარებს.

ეს მოწოდება მხოლოდ კომპანია "სილქნეტმა" გაითვალისწინა, გამომდინარე იქედან, რომ "მაგთიკომმა" თავის გადაწყევტილებას არ გადახედა, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, "მაგთიკომს" ტარიფების გაძვირება გაუჩერა.

კომისიის გადაწყვეტილებით "მაგთიკომს" პაკეტების ღირებულების გაზრდა, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებისა და მცირე ოპერატორების აბონენტთან დიდი ოპერატორების აბონენტებისგან განსხვავებული ტარიფით დაკავშირების ნაწილში შეუჩერდა, კერძოდ, კომპანიას დაევალა, რომ დღეს არსებული 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტი კვლავ ძალაში დატოვოს.