თბილისის სკოლებიდან ამოღებული ცივი იარაღის "გამოფენა" - ასეთი ნივთებით 10 მოზარდია მოკლული
11:43 / 15-04-2019
თბილისის მასშტაბით, დღის განმავლობაში, ქუჩაში 300-მდე დანა და სხვა ცივი იარაღი იყიდება და მათი მყიდველების დიდი ნაწილი არასრულწლოვანია. ეს სწორედ ის დანებია, რომლებითაც შემდეგ ის გახმაურებული დანაშაულები ხდება, რომლებსაც სხვადასხვა მედიასაშუალებით ასე ხშირად ვისმენთ. თითქოს, ამ მოცემულობას ჩვენ უკვე, როგორც ჩვეულებრიობას, ისე ვიღებთ.
სოციალური პროექტით: „მოგისმენიათ, როგორ ჟღერს გულგრილობა?“ კრეატიული სააგენტო "watergunz"-ი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პეტიციაზე ხელის მოწერით შეიცვალოს არსებული მდგომარეობა. სრული ტექსტი