loader

თურქეთში ფრენისას ტელეფონის გამოყენებასა და სიგარეტის მოწევაზე ჯარიმა გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში ფრენისას ტელეფონის გამოყენებასა და სიგარეტის მოწევაზე ჯარიმა გაიზარდა

თურქეთში ფრენისას მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის და სიგარეტის მოწევისთვის დაწესებული ჯარიმა გაიზარდა. როგორც ადგილობრივი გამოცემა Resmi Gazete (რესმი გაზეტე) წერს, მთავრობის ახალი განკარგულების მიხედვით, რომელიც 14 თებერვალს გამოქვეყნდა, ამ დარღვევისთვის ჯარიმა 2 ათას 124 ლირა იქნება. ეს იმ ფონზე, როდესაც აქამდე არსებული რეგულაციებით ჯარიმა 717 ლირას შეადგენდა.

ჯარიმას თურქეთის სამოქალაქო ავიაციის შესაბამისი სტრუქტურა გამოწერს. დაჯარიმებულს კი ჯარიმის გასაჩივრება 15 დღის ვადაში შეეძლება.




წყარო: ეკონომიკა - "პალიტრანიუსი"