loader

ლანჩხუთში მეზობლებს შორის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა: მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლანჩხუთში მეზობლებს შორის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა: მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მეზობლებს შორის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა. 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც მეზობელმა კონფლიქტის ნიადაგზე სანადირო თოფით დაჭრა, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ამ დროისთვის გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია კიდევ ერთი შუახნის მამაკაცი, რომელიც მრავლობითი ჭრილობებით ლანჩხუთის კლინიკაშია მოთავსებული. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. გარდაცვლილი და დაჭრილი მამაკაცები მეზობლები იყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.