loader

"ეს რა სამარცხვინო მარიონეტების თეატრია პარლამენტში... რა მალვინა ბესელია, კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს რა სამარცხვინო მარიონეტების თეატრია პარლამენტში... რა მალვინა ბესელია, კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი" - მიხეილ სააკაშვილი

"ეს რა სამარცხვინო მარიონეტების თეატრია პარლამენტში... დღეს ასე ასჯერ ახსენეს ჩემი სახელი სასამართლოსთან მიმართებაში და თითქმის არ ახსენეს ამ თოჯინების თეატრის დირექტორის სახელი" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"რა კობახიძე, რა მურუსიძე, მდინარაძე და სხვა ბურატინოები, რა მალვინა ბესელია, კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი. და თუ რომელიმე ჩემი თანამებრძოლი კომპლექსდება "9 წლით", მინდა მეათასედ გავიმეორო - ის იყო ყველაზე საამაყო 9 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში! ის, ვინც მშვიდად უყურებს აღმშენებლობის 9 წლის ნგრევის და უბედურების წლებად გამოცხადებას, იმას მე პირადად ჩემს თანამებრძოლად ვერ ჩავთვლი" - წერს მიხეილ სააკაშვილი.