loader

დამატებითი ინფორმაცია თურქეთში დაკავებულ ქართველ ფეხბურთელებზე და ვიდეო მოედნიდან, სანამ ხუთ მათგანს შორტებისა და ფეხსაცმლის ქურდობისთვის დაიჭერდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დამატებითი ინფორმაცია თურქეთში დაკავებულ ქართველ ფეხბურთელებზე და ვიდეო მოედნიდან, სანამ ხუთ მათგანს შორტებისა და ფეხსაცმლის ქურდობისთვის დაიჭერდნენ

malatyaguncel.com-ის ცნობით, ანტალიის სავაჭრო ცენტრში "ცხინვალის" 5 ფეხბურთელი ქურდობაზე დააკავეს.

"ცხინვალის "სპარტაკის" ხუთმა ფეხბურთელმა ანტალიის სავაჭრო ცენტრში ნივთები მოიპარა, სადაც ისინი ნაქირავები ავტომობილით მივიდნენ.

საქართველოს პირველი ლიგის გუნდი "ცხინვალი" ბელეკში მოსამზადებლად გასულ კვირაში ჩამოვიდა. გუშინ გიორგი ბ., კახა კ., პაპუნა მ., დათა ს. და გურამ მ. კონიატის სავაჭრო ცენტრში მივიდნენ, შემდეგ კი სასტუმროში დაბრუნდნენ.

მაღაზიის დახურვის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ფეხსაცმელი, შორტები და 9 სხვადასხვა სახის საქონელი მოპარული იყო. სავაჭრო ცენტრში სათვალთვალო კამერების შემოწმებისას დადგინდა, რომ ქურდობა 17:45 საათზე მოხდა. ისინი ბელეკის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ მათ ბრალს წაუყენებენ და სასამართლოს წინაშე წარდგებიან", - წერს გამოცემა.