loader

"რაც დრო გადის, უფრო ძნელია" - არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა, მამის მოუნელებელი ტკივილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაც დრო გადის, უფრო ძნელია" - არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა, მამის მოუნელებელი ტკივილი

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. 2018 წლის 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გარდაცვლილს არაერთი დაზიანება აღენიშნებოდა.

ინტერპოლის სამდივნოს გადაწყვეტილებით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულ პირებზე - დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევზე წითელი ცირკულარით ძებნაა გამოცხადებული.