მამუკა ბახტაძე ჰიმნის შემსრულებლებს აჰყვა - კადრები კოჯრიდან, იუნკერთა მემორიალიდან
კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ერთად იმყოფებოდნენ.
"დღეს არის უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში, საბჭოთა ოკუპაციის დღე. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისათვის და დღესაც ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული. ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას და ეს ასე მოხდება. ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას" - განაცხადა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, მანამდე კი, ჰიმნის შემსრულებლებს აჰყვა.