loader

ვინ შეძლებს საქართველოდან გერმანიაში ჩასვლას და სამსახურის ლეგალურად მოძიებას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ შეძლებს საქართველოდან გერმანიაში ჩასვლას და სამსახურის ლეგალურად მოძიებას?

გერმანიის მთავრობის მიერ პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს, ყველა მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს გერმანიაში საქართველოდან ჩასვლა და სამუშაოს მოძიება შეეძლება.

როგორც საქართველოში, გერანიის საელჩოში აცხადებენ, ამჟამადაც, გარკვეული პროფესიის ადამიანებს, სპეციალისტებს, რომელთაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, შეუძლიათ, გერმანიის სამუშაო ბაზარზე დასაქმდნენ და მათი რაოდენობა კანონით შეზღუდული არ არის. მათვე ინფორმაციით, გერმანიაში დასაქმება მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს, მზარეულებსა და სხვა პროფესიების მქონე წარმომადგენლებს შეუძლიათ, რომლებიც მაღალი კვალიფიკაციის არიან.

საკითხზე კომენტარი გააკეთეს ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმაც. პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ქართველების ლეგალური დასაქმება გერმანიაში იყო მისი თხოვნა ანგელა მერკელთან და გერმანიის კანცლერმა დანაპირები შეასრულა.