loader

რა არის ცნობილი ბათუმის ერთ-ერთი სკოლის უფროსკლასელების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა არის ცნობილი ბათუმის ერთ-ერთი სკოლის უფროსკლასელების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების საქმეზე

ბათუმის ერთ-ერთი სკოლის დახურულ ჯგუფში უფროსკლასელების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტს სამართალდამცველებთან ერთად სოციალური სამსახურიც სწავლობს. საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობით, ბათუმის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება ის ორი არასრუწლოვანი, რომლებიც გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებენ.

ერთ-ერთი ვერსიით, კადრები თავად არასრულწლოვანმა გოგონამ გაავრცელა, რომელშიც თავადვე ფიგურირებს. მეორე ვერსიით კი, კადრები ფარულად მესამე პირმა გადაიღო, რომელმაც შემდეგ facebook-ზე, იმ ჯგუფში გაავრცელა, რომლის წევრებიც სკოლის არასრუწლოვანი მოსწავლეები არიან. ვიდეოკადრებში მონაწილე ორივე არასრულწლოვანი სასწავლო დაწესებულებიდან გარიცხეს.