loader

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული კრედიტის უმეტესი ნაწილი სამომხმარებლო და ლომბარდულ სესხებზე მოდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული კრედიტის უმეტესი ნაწილი სამომხმარებლო და ლომბარდულ სესხებზე მოდის

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული კრედიტის 30,6% - სამომხმარებლო, 27,2% კი ლომბარდულ სესხებზე მოდის. მისო-ების 2018 წლის მეოთხე კვარტლის კონსოლიდირებული მონაცემების მიხედვით, კომპანიებმა ჯამში მილიარდ 101 მილიონი ლარის მოცულობის სესხი გასცეს, საიდანაც ყველაზე მეტი - 337 მილიონ 100 ათასი ლარი სამომხმარებლო სესხი იყო.

გაცემული სესხების მოცულობით მეორე ადგილზეა სალომბარდე მომსახურება. კერძოდ, 2018 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსოებმა 299 მილიონ 800 ათასი ლარის ლომბარდული სესხი გასცეს. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში მიკროსაფინანსოების მიერ ყველაზე მცირე თანხა - 32 მილიონ 200 ათასი ლარი განვადებაზე გაიცა.

ცნობისთვის, გასული წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსოების მიერ სულ 786 ათას 117 სესხია გაცემული. აქედან ფიზიკურ პირებზე მილიარდ 80 ათასი ლარის 785 ათას 239 კრედიტი, იურიდიულ პირებზე კი 21 მილიონ 200 ათასი ლარის 878 სესხი გაიცა.

ცნობისთვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.