loader

სისხლიანი გარჩევა სკოლაში: რა მოხდა კასპში, სადაც მოსწავლემ თანაკლასელი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სისხლიანი გარჩევა სკოლაში: რა მოხდა კასპში, სადაც მოსწავლემ თანაკლასელი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა

სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებული კამათი სისხლიანი გარჩევით დასრულდა. რა გახდა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოზარდების დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. კონფლიქტი საკლასო ოთახში დაიწყო. მომხდარს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავდა, რომლებმაც კონფლიქტის მონაწილეები გააშველეს.

ინციდენტი გუშინ სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყებამდე მოხდა. ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა.