loader

ახალმა საბანკო რეგულაციებმა ტექნიკის ბაზრის ორ მსხვილ მოთამაშეს გაყიდვები გაუნახევრა - "ტექნო ბუმმა" ფილიალები 4 ქალაქში დახურა, "ბეკომ" კი პროდუქცია გააიაფა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალმა საბანკო რეგულაციებმა ტექნიკის ბაზრის ორ მსხვილ მოთამაშეს გაყიდვები გაუნახევრა - "ტექნო ბუმმა" ფილიალები 4 ქალაქში დახურა, "ბეკომ" კი პროდუქცია გააიაფა

პირველი იანვრიდან ამოქმედებულმა ახალმა საბანკო რეგულაციებმა ტექნიკის ბაზრის ორ მსხვილ მოთამაშეს გაყიდვების მაჩვენებელი უკვე 50%-ით შეუმცირა. "ტექნო ბუმმა" რეგიონის ოთხ ქალაქში: ქობულეთში, თელავში, ლანჩხუთსა და ზუგდიდში ფილიალები დახურა. ადგილზე დასაქმებული თანამშრომლების ნაწილი კი სამსახურიდან გაათავისუფლა.

"ბეკოს" გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანიას გაყიდვების შემცირების პარალელურად, ფასების კორექტირებაც მოუხდა. მისივე განმარტებით, რეალიზაციის მაჩვენებელმა ძირითადად რეგიონებში იკლო.