შიდა კადრები: "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს
17:21 / 04-03-2019
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უმრავლესობის წარმომადგენელთა ნაწილმა განუცხადა, მთავარი განსახილველი საკითხები იქნება სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები და პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები.
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში სხდომა 16:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ის თითქმის ერთსაათიანი დაგვიანებით დაიწყო.