loader

რა თანხით დაჯარიმდებიან პირები, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში არც მეორედ გამოცხადდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თანხით დაჯარიმდებიან პირები, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში არც მეორედ გამოცხადდებიან

პირები, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში არც მეორედ გამოცხადდებიან, 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ცვლილების თანახმად, დაწესდება პასუხისმგებლობა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში, შესაბამისი გაწვევის პერიოდში განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში და ჯარიმა 2 ათასი ლარი იქნება.

გარდა ამისა, კანონპროექტით, რომლის საკანონმდებლო ორგანოში წარდგენასაც მთავრობა გეგმავს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება ასევე, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მცდელობა ავადმყოფობის მოჩვენებით, სხეულის თვითდაზიანებით ან სხვაგვარი მოტყუებით.