loader

"მძღოლი იგინებოდა, შემდეგ ბარათით გადახდის აპარატი გამოგლიჯა..." - "მარშრუტკაში" მომხდარინციდენტში მონაწილე მძღოლი სამსახურიდან გაათავისუფლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მძღოლი იგინებოდა, შემდეგ ბარათით გადახდის აპარატი გამოგლიჯა..." - "მარშრუტკაში" მომხდარინციდენტში მონაწილე მძღოლი სამსახურიდან გაათავისუფლეს

თბილისში, სამარშრუტო ტაქსიში ინციდენტი მოხდა. როგორც "პალიტრავიდეოს" თვითმხილველი უყვება, მძღოლის უკმაყოფილება მგზავრთა მიერ  ბარათით გადახდის აპარატით სარგებლობას მოჰყვა.

"მძღოლი თითქმის ყველა მგზავრს, რომელიც მგზავრობის ღირებულებას არა ნაღდი ფულით, არამედ ბარათით იხდიდა, ჩასვლის შემდეგ შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებდა, იგინებოდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ კი მან გამოგლიჯა ბარათით გადახდის აპარატი, რათა დაზიანების შემდეგ მგზავრებს მხოლოდ ნაღდი ფულით გადაეხადათ მისთვის", - უყვება თვითმხილველი "პალიტრავიდეოს". ფოტოფაქტები, რომლებიც ვიდეოში ნახეთ, "პალიტრავიდეოს" ამავე თვითმხილველმა მიაწოდა.

განახლება: სიუჟეტის გამოქვეყნების შემდეგ, "პალიტრავიდეოს" კომპანია "თბილისის მიკროავტობუსიდან" აცნობეს, რომ ინციდენტის მონაწილე მძღოლი გათავისუფლებულია.