X
"ვცხოვრობ ზაჰესში, ვინმეს რამე თუ უნდა, შეუძლია მოიკითხოს" - რას ამბობს მამა, რომლის ჩვილი ბავშვის სიგარეტიანი ფოტო ნათლიამ გაავრცელა
10:09 / 13-03-2019
სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ, რომელზეც მამაკაცი ჩვილს სიგარეტს უდებს პირში, ინტერნეტმომხმარებლები შოკში ჩააგდო. სოციალური ქსელის მომხმარებლები აღშფოთებას ვერ მალავენ და ბავშვის მშობლებს აკრიტიკებენ.

"კვირა +" იმ პირს დაუკავშირდა, რომელმაც ფოტო გაავრცელა. ის არასრულწლოვანია. როგორც მარიამ თ.-მ აღნიშნა, ბავშვის ნათლიაა და ფოტო თავად გადაიღო, თუმცა ამის მიზანი მხოლოდ ხუმრობა იყო. მოგვიანებით მან ფოტო "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან წაშალა.
მარიამმა ჩვილის მამასთან გადაგვამისამართა, რომელიც ამბობს, რომ ფოტოს გადაღების პროცესში თავადაც მონაწილეობდა და ამაში რაიმე დანაშაულს ვერ ხედავს.

"საქმის კურსში ვიყავი და ბავშვს ფოტო მე თვითონ გადავუღე. პატარასთან სიგარეტს არ ვეწევით. მერე რა, რომ სიგარეტი უდევს ბავშვს პირში. სოციალური მუშაკები თუ იძიებენ მსგავს ფაქტებს, არ ვიცოდი. ვცხოვრობ ზაჰესში, ვინმეს რამე თუ უნდა, შეუძლია მოიკითხოს", – აცხადებს ბავშვის მამა, რომელიც სახელსა და გვარს არ ასახელებს.

"ეს არაა ხუმრობა! ესაა უვიცობა და სისასტიკე!!!"; "ამაზე უნდა უჩივლო ამ ვიღაცას რა! ერთი ეს და მეორე ალკოჰოლის ბოთლს რომ მიუტანენ პირთან და ამაზე ხორხოცებენ. მსგავსი უვიცობა არ ვიცი, რა. რამე მაინც წაიკითხონ"; "რა სამწუხაროა" – წერენ აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები.



წყარო: კვირა პლუსი
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
Tik-Tok-ი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ცალკე ქვეყნებად მოიხსენიებს - პოლიტიკური სარჩული თუ უბრალოდ ხარვეზი
"დოქსოპულო, შენ დედა გყავს?!.. უტას ეკუთვნის და გიულის არ ეკუთვნის?" - რა ინციდენტი შეემთხვა თბილისის აეროპორტში გიული ალასანიას, რომელიც ამჟამად კარანტინშია? 
მობილური კავშირგაბმულობის ევოლუცია 1-დან 5G-მდე: რა უპირატესობები აქვს 5G-ს, როგორ შეცვლის ის ჩვენს ყოფით ცხოვრებას და როგორი იქნება კავშირგაბმულობის მომავალი მის შემდეგ
"ღმერთო, მართლა დაგვეხმარე!" - რა ხდება ქავთარაძეზე
"ძალიან მეშინია, ვერაფრით ვხვდები, რა არის, სამსახურში მივდიოდი და დამხვდა" - კადრები ვაჟა-ფშაველას გამზირიდან
შევძლებთ თუ არა წელს ზღვაზე დასვენებას? - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პასუხი
2020 წლის "ბოლო ზარის" ჰიმნი, რომელიც ინტერნეტში ყველაზე პოპულარულია,  კლიპს ინტერნეტში განიხილავენ - "მორჩა სკოლა, დაიშალეთ, დავაი დაიზარიატკეთ"