loader

რამდენი წააგო ქართველმა მოთამაშემ ონლაინ-კაზინოებსა და კაზინოებში და რა მოგება ნახა სათამაშო ბიზნესმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი წააგო ქართველმა მოთამაშემ ონლაინ-კაზინოებსა და კაზინოებში და რა მოგება ნახა სათამაშო ბიზნესმა

"ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა 6 წელიწადზე მეტია "დროში გაიჭედა". ამ დროს კი სათამაშო ბიზნესის ბრუნვა მნიშვნელოვნად იზრდება.

კერძოდ, ბოლო 11 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 187-ჯერ არის გაზრდილი. მათ შორის, 2016 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა დაახლოებით 4 მილიარდი იყო, ხოლო 1 წელიწადში მილიარდნახევრიანი ნახტომი გააკეთა და 2017 წელს აზარტული თამაშების ბრუნვამ 5,6 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

"პალიტრავიდეოს" ამ გრაფიკულ ვიდეოში ნახავთ, თუ როგორია აზარტული თამაშებით დაკავებულ საწარმოთა შემოსავლები, მოგება და მოქალაქეებისგან მიღებული თანხები. დეტალური ინფორმაცია ნახეთ BPN.GE-ზე