loader

გოაზე ოთხი ქართველი დააკავეს: ნაპოვნია აღჭურვილობა, რომელიც ეჭვმიტანილებმა სახლის გაქურდვის დროს გამოიყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოაზე ოთხი ქართველი დააკავეს: ნაპოვნია აღჭურვილობა, რომელიც ეჭვმიტანილებმა სახლის გაქურდვის დროს გამოიყენეს

ინდოეთში, გოაზე ოთხი ქართველი დააკავეს. მათ სახლის გაქურდვაში ადანაშაულებენ. შემთხვევა სოფელ სიოლიმში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ მიერ ნაქირავები მანქანიდან მოპარული ნაღდი ფული და ძვირფასი ნივთები ამოიღეს. ნაპოვნია ასევე აღჭურვილობა, რომელიც ეჭვმიტანილებმა სახლის გაქურდვის დროს გამოიყენეს. ამ დროისათვის ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულნი.

საქართველოს საელჩო პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დიპლომატიურ წარმომადგენლობას მომხდარის შესახებ ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია.