loader

"მზად ვარ ამ ადამიანებს დავეხმარო, ბინის ქირის გარეშე იცხოვრონ ახალგარემონტებულ ბინაში..." - რა მისწერა მამაკაცმა გაჭირვებულ წყვილს სიუჟეტის გასვლის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მზად ვარ ამ ადამიანებს დავეხმარო, ბინის ქირის გარეშე იცხოვრონ ახალგარემონტებულ ბინაში..." - რა მისწერა მამაკაცმა გაჭირვებულ წყვილს სიუჟეტის გასვლის შემდეგ

თოქ-შოუ "პროფილში" გუშინ გასულმა სიუჟეტმა, რომელშიც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დახმარებას ითხოვს, გადაცემის "ფეისბუქგვერზე" დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებელმა სოსო მამადაშვილმა კი კომენტარში აღნიშნა, რომ წყვილს საკუთარ ბინას უთმობს.

ცოლ-ქმარი ამჟამად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და ქირის გადახდას ვერ ახერხებს. ნესტიან ოთახებში უსახსრობის გამო გათბობას ვერ რთავენ და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იყინებიან. როგორც ისინი ამბობენ, ამჟამად ორსული გოგონა მომავალ ზამთარს მეორე ახალშობილთან ერთად ვეღარ გადაიტანს.