რა რეაქცია ჰქონდა პოლიტიკოსს, როცა ხათუნა გოგორიშვილმა საუბარი კივილით გააწყვეტინა
13:20 / 15-03-2019
მაჭარაშვილმა "ევროპული საქართველოს" წევრს, ოთარ კახიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ კონკრეტული კითხვები დაუსვა, მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ მან დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო და ოთარ კახიძემ მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები გააკეთა. მაჭარაშვილის ამ განცხადებას ხათუნა გოგორიშვილი გამოეხმაურა. გოგორიშვილმა უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს მიმართა, წაიკითხოს კონსტიტუცია, თუ რა უფლებები აქვს პარლამენტს.