loader

როგორ გამოიყურება მარგველაშვილების კოტეჯი, რომელსაც ღამეში 80 დოლარად აქირავებენ და რომელიც აქამდე არ გვინახავს - "აღმოაჩინეთ მომაჯადოებელი ხედები" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება მარგველაშვილების კოტეჯი, რომელსაც ღამეში 80 დოლარად აქირავებენ და რომელიც აქამდე არ გვინახავს - "აღმოაჩინეთ მომაჯადოებელი ხედები"

"შაბათის კურიერის" ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოჯახი დუშეთში მდებარე კოტეჯს აქირავებს. შესაბამისი განცხადება ბინების გაქირავების ცნობილ პორტალზე Airbnb-ზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. აღნიშნული განცხადების ავტორი, ექს-პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილია. 

"პალიტრავიდეო" დაინტერესდა, რა წერია მარგველაშვილების სახლის შესახებ ცნობილ საიტზე, ასევე გთავაზობთ დუშეთის კოტეჯის ფოტოებს Airbnb-იდან. აღსანიშნავია, რომ ეს კოტეჯი იმავე ეზოში მდებარეობს, სადაც გიორგი მარგველაშვილის 2-სართულიანი სახლი დგას და მასში ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი ცხოვრობს.