loader

ლადო აფხაზავას მხიარული პრეზენტაცია დუბაიში - ქართველი მასწავლებელი ფინალისთვის ემზადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლადო აფხაზავას მხიარული პრეზენტაცია დუბაიში - ქართველი მასწავლებელი ფინალისთვის ემზადება

ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავა უკვე დუბაიშია. ის პედაგოგების დაჯილდოებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 24 მარტს გაიმართება. ხვალიდან კი, დუბაიში გლობალური განათლებისა და უნარების ფორუმი გაიხსნება, სადაც განათლების სფეროში არსებული პრობლემები განიხილება.

ფორუმს საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც დაესწრება.

ლადო აფხაზავა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა.

Global Teacher Prize 2019-ზე მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი 24 მარტს გამოვლინდება. დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე პრიზიორს $1 მილიონი გადაეცემა.