loader

კამერები სკოლის ტუალეტში - მანდატურების ოთახიდან კონტროლდება ყველა მოსწავლე, რომელიც საპირფარეშოებში შედის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კამერები სკოლის ტუალეტში - მანდატურების ოთახიდან კონტროლდება ყველა მოსწავლე, რომელიც საპირფარეშოებში შედის

მოსწავლე, რომელმაც კადრები ტელეფონით გადაიღო და კურიერს დახმარება სთხოვა, თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობს. ვიდეომასალიდან დგინდება, რომ დირექციამ სათვალთვალო კამერა პირდაპირ ტუალეტში დააყენა.

მანდატურების ოთახიდან კი ყველა ის მოსწავლე კონტროლდება, რომელიც საპირფარეშოებში შედის. კამერა მხოლოდ ბიჭების ტუალეტში დააყენეს, გოგოების საპირფარეშო ოთახი კი არ კონტროლდება.

115-ე სკოლა ერთ-ერთი პირველი იყო, რომლის ადმინისტრაციამაც საპირფარეშოში კამერა დააყენა. ფული კამერების შესაძენად სკოლის დირექტორმა ბიუჯეტიდან გამოყო. დირექციას შემოწმების დროს შენიშვნას მისცეს და უთხრეს, რომ საპირფარეშოში კამერა სხვა მიმართულებით უნდა მიეტრიალებინა.