loader

ეკონომიკის მინისტრის პირველი კომენტარი მისი სახლის გაძარცვაზე: "ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეკონომიკის მინისტრის პირველი კომენტარი მისი სახლის გაძარცვაზე: "ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება"

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მისი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის შესახებ ინფორმაციაზე საუბარს თავს არიდებს.

როგორც ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მისი პირადი ცხოვრებაა.

"თქვენს კითხვაზე ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, ჩემი პირადი საკითხია და ამიტომ ვიტოვებ მოქალაქეობრივ უფლებას, რომ ჩემს პირად საკითხზე არ გიპასუხოთ", - განაცხადა ქობულიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, წყნეთში ეკონომიკის მინისტრის სახლი გაქურდეს.



ასევე დაგაინტერესებთ: "ბევრ რამეს წაიღებდნენ, მდიდრული სახლია ძალიან" - ეკონომიკის მინისტრის სახლი გაქურდეს