loader

თბილისში ტაქსების ორი კატეგორია იმოძრავებს - A და B ლიცენზიის მქონე ტაქსები - კახა კალაძის განმარტება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში ტაქსების ორი კატეგორია იმოძრავებს - A და B ლიცენზიის მქონე ტაქსები - კახა კალაძის განმარტება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში, ქალაქში ტაქსების ორი კატეგორია იმოძრავებს - A და B ლიცენზიის მქონე ტაქსები. დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტაქსების რეფორმის დეტალებზე ისაუბრა.

"B კატეგორიის ლიცენზიანტებს არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვის და არც ტაქსის მანიშნებლების დაყენების. მათ აქვთ საშუალება, Taxify და Uber-ის სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სერვისით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას. რაც შეეხება A კატეგორიის მძღოლებს, მათ აქვთ ვალდებულება, ჰყავდეთ თეთრი ავტომობილები, რომელთა გადაღებვის ხარჯებს ჩვენ გავიღებთ და მათ არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ. მათ უნდა ჰქონდეთ გავლილი ტექდათვალიერება", - განაცხადა კახა კალაძემ.