loader

"გადმოვიწერე და ჩემს რამდენიმე მეგობარს გადავუგზავნე" - ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულის კომენტარი გათავისუფლების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადმოვიწერე და ჩემს რამდენიმე მეგობარს გადავუგზავნე" - ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულის კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

ვაღიარე ის, რაც მოხდა. გადმოვიწერე ინტერნეტიდან და ჩემს რამდენიმე მეგობართან, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ, გადავგზავნე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების საქმეზე ბრალდებულმა ანტონ ღლონტმა განუცხადა.

ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს კიდევ სამ პირთან ერთად 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.

როგორც ღლონტი აცხადებს, მას გამოძიების ეტაპზეც არ დაუმალავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი მას ჰქონდა.

ღლონტი აცხადებს, რომ აღნიშნული ვიდეო მან "გუგლიდან" გადმოიწერა.