loader

რატომ გადაწყვიტა ჯემალ სეფიაშვილმა "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" 30 წლის შემდეგ მხოლოდ მამაკაცებს ემღერათ - კომპოზიტორის იდეამ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ გადაწყვიტა ჯემალ სეფიაშვილმა "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" 30 წლის შემდეგ მხოლოდ მამაკაცებს ემღერათ - კომპოზიტორის იდეამ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია

ჯემალ სეფიაშვილი 9 აპრილისადმი მიძღვნილ ცნობილ ჰიტს "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" 30 წლის შემდეგ ხელახლა ჩაწერს. სიმღერას მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცი მომღერლები შეასრულებენ. კომპოზიტორის ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში არაერთგავროვანი რეაქცია გამოიწვია, იყო გაღიზიანება და კრიტიკაც.

ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის ეთერში პრემიერა აღარ შედგება, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ის კომპოზიტორის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას ემიჯნება.

"ავტორის კომენტარი გამოხატავს მხოლოდ მის მოსაზრებას და არა არხის პოზიციას. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საქართველოს პირველ არხზე არ იგეგმება აღნიშნული სიმღერის ან კლიპის პრემიერა, არამედ 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება-კონცერტის დიდი საკონცერტო დარბაზიდან ტრანსლაცია, რომლის პროგრამასა და შინაარსობრივ ნაწილზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ ღონისძიების ორგანიზატორი." - , ნათქვამია საზოგადოებირი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გთავაზობთ ჯემალ სეფიაშვილის კომენტარს ამ თემაზე, რომელიც 1TV-ის სიუჟეტში გავიდა.