loader

რას ამბობენ ადგილობრივები პანკისის ხეობაში 10 წლის გოგონასთან დაკავშირებით, რომელიც ჩამომხრჩვალი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობენ ადგილობრივები პანკისის ხეობაში 10 წლის გოგონასთან დაკავშირებით, რომელიც ჩამომხრჩვალი იპოვეს

პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი ნახეს. მოზარდი სახლის სახურავზე ასვლას და იქიდან პატარა დის სათამაშოს ჩამოღებას შეეცადა, როდესაც სახურავის რკინაზე ჰიჯაბით ჩამოეკიდა და გაიგუდა. შემთხვევის დროს ოჯახის 5 მცირეწლოვანი ბავშვი სახლში მარტო იყო. მშობლებს შვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ტრაგედიის მიზეზების დასადგენად ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები. თავდაპირველად განიხილებოდა თვითმკვლელობის ვერსია, რასაც ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"სასწრაფო დახმარებას რომ დავურეკეთ, ცოტა დაიგვიანა და ჩვენ თვითონ მოვნახეთ მანქანა და გავუგზავნეთ, მაგრამ დაგვიანებული იყო, ვერ მიაღწიეს საავადმყოფომდე", - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები ნეტსან ფარეულიძე.