loader

"ბავშვმა დამირეკა ჩუმად ტელეფონით, გთხოვ, მიშველე, მცემენო... ტიროდა, კანკალებდა..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბავშვმა დამირეკა ჩუმად ტელეფონით, გთხოვ, მიშველე, მცემენო... ტიროდა, კანკალებდა..."

25 მარტს სოციალური მუშაკები საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. ისინი სამ თვეზე მეტია სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ. პროტესტის მიზეზი მრავალია, მათ შორის, სერვისების სიმწირე, რის გამოც მრავალი შემთხვევა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება და ზოგ შემთხვევაში ფატალური შედეგებითაც სრულდება.
Palitravideo დაინტერესდა სოციალური მუშაკების პრობლემებით. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ბენეფიციარებისათვის აუცილებელი სერვისების დანერგვას მოითხოვდნენ. სოციალური მუშაკების ნაწილმა სამსახურიც დატოვა. 2 აპრილიდან სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, თუმცა პროფესიული კავშირის დაფუძნებას აანონსებენ და ყველა იმ საკითხს, რაზეც შეთანხმება ვერ მოხდა, მოლაპარაკებების ფორმატში განიხილავენ.

ავტორი: ნატუკა კალანდაძე, Palitravideo.ge