loader

"თავზარდამცემი ამბავი გავიგე" - რას წერს სკოლის დირექტორი 9 წლის ბიჭზე, რომელიც საქანელიდან გადმოვარდა და დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავზარდამცემი ამბავი გავიგე" - რას წერს სკოლის დირექტორი 9 წლის ბიჭზე, რომელიც საქანელიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ტრაგედია ლანჩხუთში - 9 წლის ბიჭი საქანელიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

გარდაცვლილი ხაჯალიის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე გიორგი ბოლქვაძეა. მას მამა და ბებია ზრდიდნენ. უბედური შემთხვევა კვირას მოხდა - გიორგი საქანელიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

"თავზარდამცემი ამბავი გავიგე ამ საღამოს... სიტყვები... ემოციები... ცრემლებიც კი უძლურია ამ ტრაგედიის გამოსახატად... ტრაგიკულად გარდამეცვალა მე-4 კლასის მოსწავლე გიორგი ბოლქვაძე. გაუფრთხილდით შვილებს... გაუფრთხილდით მოსწავლეებს... გავუფრთხილდეთ ერთმანეთს..." - წერს ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა სოციალურ ქსელში.