loader

"ქალბატონი შორენა ბეგაშვილიც ამბობს, დავით ბაგრატიონი მცემდაო, ეს ყველამ მოისმინა ტელეეკრანიდან, გამოძიება გამოჰკითხავს ბეგაშვილსაც და კიდევ სხვა ქალს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქალბატონი შორენა ბეგაშვილიც ამბობს, დავით ბაგრატიონი მცემდაო, ეს ყველამ მოისმინა ტელეეკრანიდან, გამოძიება გამოჰკითხავს ბეგაშვილსაც და კიდევ სხვა ქალს"

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ შესაძლო ძალადობის საქმეზე შორენა ბეგაშვილი და კიდევ ერთი ქალი გამოიკითხება. აღნიშნულის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ელისო რუხაძემ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ქალბატონი შორენა ბეგაშვილიც ამბობს, დავით ბაგრატიონი მცემდაო. ეს ყველამ მოისმინა ტელეეკრანიდან. გამოძიება გამოჰკითხავს ბეგაშვილსაც და კიდევ სხვა ქალს, რომელიც ამბობს, რომ დავით ბაგრატიონი მასაც სცემდა" - აღნიშნავს ინტერვიუში ადვოკატი.

ადვოკატისვე ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ქმრის მიერ ცემის შედეგად, 30-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა მიყენებული.

"დავით ბაგრატიონი ითხოვდა გარკვეული უპირატესობის აღიარებას. ძალადობა იყო ხერხი, მიზანი კი ის, რომ ანას კონკრეტულ დოკუმენტზე მოეწერა ხელი. ძალადობა ხშირი იყო. პირველად 2009 წელს, როცა თვე-ნახევრის დაქორწინებულები იყვნენ" - ჰყვება "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ელისო რუხაძე.