loader

"მადლობა თავისუფლებისთვის!" - 9 აპრილის გმირებს ემოციურ ვიდეოს მიუძღვნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მადლობა თავისუფლებისთვის!" - 9 აპრილის გმირებს ემოციურ ვიდეოს მიუძღვნეს

"მადლობა თავისუფლებისთვის!" - ასე ჰქვია ახალგაზრდების მიერ წამოწყებული კამპანიას, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდა რამდენიმე ისტორია 9 აპრილის გმირების შესახებ და ასევე, ძალიან ემოციური მოკლე ვიდეო, რომელსაც ახლა უყურებთ.

"ქვეყნის ისტორიაში არის წამი, რომელიც ყველაფერს ცვლის. ამ წამმა ჩვენი მომავლის ისტორია დაწერა. 30 წელია ჩვენი რეალობა ჩვენს თავისუფლებაზე დგას. ვირჩევთ პროფესიებს, ცხოვრების თანამგზავრებს, გასავლელ გზას, რამ გაგვიტაცოს და ჩვენი იდენტობა ამ 30-წლიან თავისუფლებაში ცხოვრობს. ვფიცავთ, არ დავივიწყოთ წამი, როცა ეს თავისუფლება გვერგო, როცა ეს თავისუფლება ჩვენთვის მოიპოვეს", - მითითებულია ვიდეოს აღწერაში.