loader

საარქივო ვიდეო, რომლითაც ახლა ყველა შოკირებულია - ნუგზარ ფოფხაძე 9 აპრილის მიტინგის დარბევას მოითხოვს (ქართული ტიტრებით) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საარქივო ვიდეო, რომლითაც ახლა ყველა შოკირებულია - ნუგზარ ფოფხაძე 9 აპრილის მიტინგის დარბევას მოითხოვს (ქართული ტიტრებით)

8 აპრილს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ტანკი გაატარეს, ხოლო თბილისის ცაზე სამხედრო ვერტმფრენები გამოჩნდნენ. ამას საპირისპირო შედეგი მოჰყვა. მიტინგის მონაწილეთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიტინგის აღკვეთის ოპერაციის ხელმძღვანელობა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს, გენერალ იგორ როდიონოვს დაევალა. 
როდიონოვის ქმედებას საქართველოშიც ჰყავდა მომხრეები. ცენტრალურ კომიტეტში იდეოლოგიის და უშიშროების მიმართულებით მომუშავე ქართველი კომუნისტები აპრილის აქციებში დიდ საფრთხეს ხედავდნენ.

"მხოლოდ სიტყვით საბჭოთა სისტემის მტრებთან ბრძოლა არ შეძლება", - აღნიშნა საკუთარ გამოსვლაში ნუგზარ ფოფხაძემ. 

ნუგზარ ფოფხაძე 1979-86 წწ. საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი; საქტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარე; 1986-87 წწ. საქართველოს კპ ცკ-ის პროპაგანდის განყოფილების გამგე; 1987-88 წწ. გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორი; 1988-89 წწ. საქართველოს კპ ცკ-ის მდივანი; 1995 წლიდან თბილისში გაზეთ "სამშობლო-ფორტეს" მთავარი რედაქტორი, ამავე დროს ედუარდ შევარდნაძის ფონდის, "დემოკრატია და აღორძინების" პრეზიდენტი, მისი რეორგანიზაციის შემდეგ (2000 წელს) - სტრატეგიული კვლევისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების ინსტიტუტის, "დემოკრატია და აღორძინების" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იყო.