loader

დარბაზში მსხდომთა რეაქცია, როდესაც მოსამართლემ მაია რჩეულიშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დარბაზში მსხდომთა რეაქცია, როდესაც მოსამართლემ მაია რჩეულიშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

"ცენტრ პოინტის" საქმის "მიონის" ეპიზოდზე ბრალდებულები, მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი ებანოიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადებულან მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია.

მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს. რაც შეეხება ქეთევან ჟორდანიას, აღნიშნულ საქმეზე მას საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული. ჟორდანიას 5 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.