loader

ზურაბ ჟვანიას ცოლ-შვილის ემოცია სტრასბურგში, ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავის გახსნაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზურაბ ჟვანიას ცოლ-შვილის ემოცია სტრასბურგში, ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავის გახსნაზე

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ფრაზაა დატანილი: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ქართული დელეგაციის წევრები დაესწრნენ. ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას.

ევროპის საბჭოს სასახლის წინ იმ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ვარსკვლავებია განთავსებული, რომლებსაც ევროპის საბჭოს მუშაობაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.

ასევე იხილეთ: "ჩაკრულო" ევროსაბჭოში და ასამბლეის წევრების ოვაციები