loader

"ეს იყო მისი ბოლო სიტყვები" - ვინ არის გიო ხუციშვილის ქალიშვილი, რომელიც საზოგადოებამ ახლახანს გაიცნო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს იყო მისი ბოლო სიტყვები" - ვინ არის გიო ხუციშვილის ქალიშვილი, რომელიც საზოგადოებამ ახლახანს გაიცნო

მომღერალ გიო ხუციშვილს 3 შვილი დარჩა: პირველი ქორწინებიდან ნოდარი და ელენე, მეორედან - ზუკა.
ელენე პროფესიით სტომატოლოგია, ამჟამად ერთ-ერთ კოსმეტიკურ კომპანიაში მუშაობს.

ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე ჩემი ქალიშვილიაო, - ამბობდა გიო ხუციშვილი ელენეზე, რომელიც ჯერჯერობით მისი ერთადერთი შვილიშვილის დედაა.

"მე და გიოს განსაკუთრებული ურთიერთობა და დიდი მეგობრობა გვქონდა ერთმანეთთან. ეს იყო ჯადოსნური ურთიერთობა".

"მითხრა, დაიმახსოვრე, რომ ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება შენ ხარ და მეც ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ხარო. მხოლოდ ეს მითხრა და ლაპარაკი ვეღარ შეძლო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რაც მე მითხრა..." - ამბობს "სარკესთან" ინტერვიუში ელენე.

იხილეთ ინტერვიუ სრულად